ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
მნიშვნელოვანი თარიღები
18.05.2009    
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი გადასცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი გადასცა.

09.05.2009    
რექტორის არჩევნები

2009 წლის 21 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები გაიმართა. რექტორობაზე კენჭს ოთხი კანდიდატი იყრიდა. არჩევნები უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ათი კაცის შემადგენლობით ჩაატარა. ხმათა უმრავლესობით უნივერსიტეტის რექტორად ჯონი აფაქიძე აირჩიეს. არჩევნებს დამკვირვებლები ესწრებოდნენ.

07.05.2009    
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორეს სტუმრობა

7 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ესტუმრა.უნივერსიტეტში მობრძანდნენ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი მეუფე პეტრე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი შიო, დედა ელენე და ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ბიძინა გუნია.

12.01.2009    

საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 10 დეკემბერს №239 დადგენილებით ცვლილება შეიტანა მთავრობის 2007 წლის №160 დადგენილებაში. დადგენილების თანხმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სოხუმის უნივერსიტეტს ეწოდა "საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი."

28.11.2008    

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ თბილისში, ჯიქიას ქ. №12-ში მდებარე კორპუსი უზუფრუქტის სახით გადასცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

22.09.2008    
22 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ერთწლიანი შესვენების შემდეგ ჩვენმა უმაღლესმა სასწავლებელმა კვლავ მიიღო პირველკურსელები.

23.05.2008    
წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღე

წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს სოხუმის უნივერსიტეტს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი ესტუმრა და უნივერსიტეტი აკურთხა.