ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          
ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლითი პროგრამის ,,Erasmus+“-ის პირველი აქტივობის ფარგლებში, გამოცხადდა კონკურსი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურისა საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობას ალკალას უნივერსიტეტში (ესპანეთი,მადრიდი).

სტუდენტთა მობილობა - მაგისტრატურისა საფეხურის სტუდენტთა გაცვლა 1 სემესტრით კრედიტების დაგროვებით (credit mobility). უცხოეთში გატარებული სასწავლო პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს სსუ-ს სტუდენტის სასწავლო პროგრამას ალკალას უნივერსიტეტში.
პერსონალის მობილობა

• სწავლების მიზნით: ამ აქტივობის ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს საშუალება ეძლევა ასწავლოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
• ტრენინგის მიზნით: აღნიშნული აქტივობის მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა პარტნიორ უნივერსიტეტში ტრენინგის (კონფერენციების გარდა) ან სამუშაოზე დაკვირვების (job shadowing) შესაძლებლობების შექმნით.

Erasmus+ ისევე, როგორც მისი წინამორბედი პროგრამა Erasmus Mundus, დაფინანსებული მობილობების შემთხვევაში, ფარავს მგზავრობის ხარჯებს და გასცემს სტიპენდიებს.
ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის შეადგენს 800 ევროს, ხოლო აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალზე ყოველდღიური გრანტის ოდენობა განისაზღვრება 120 ევროთი.
ონლაინ განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 21 აპრილი.

სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე:

https://portal.uah.es/portal/page/portal/portal_internacional/repositorio/50CatalogoAsignaturasIngles.pdf

ონალინ რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე:
https://goo.gl/forms/Gc98Oe367RlMOlQ43


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორს, ქ-ნ. მაია დარასელიას და პროექტის მენეჯერს, ბ-ნ. რომეო გალდავას.

მისამართი: ქ.ანა პოლიტკოვსკაიას 61, ოთახი 206
ტელეფონი: 995 322 54 14 11
ელ-ფოსტა: m.daraselia17@gmail.com; galdava_romeo@yahoo.com