ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
01 02 03 04 05 06 07
08 09 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

 

   

 

 

 

 

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დებულება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების დანიშვნის შესახებ

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ეკონომიკისა და ბიზნესის" ფაკულტეტი, "ეკონომიკის" ფაკულტეტის სახელწოდებით ა. მ. გორკის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა 1979 წლის 5 თებერვლს. ფაკულტეტის დეკანად დაინიშნა გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი ფეიზბა იაზბეი. თავიდანვე ფაკულტეტზე შეიქმნა "ეკონომიკისა და აღრიცხვის" კათედრა. ხელმძღვანელი, ე.მ.კ. დოცენტი გივი თოდუა. მოგვიანებით, "საწარმოო ძალთა ეკონომიკისა და ორგანიზაციის" კათედრა (ხელმძღვანელი, დოცენტი ი. ფეიზბა). 1984 წელს ფაკულტეტზე ე.მ.დ. პროფორის, რევაზ ხარებავას თაოსნობით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა "სახალხო მეურნეობის დარგთა დაგეგმვისა და მართვის კათედრა". ახლად დაარსებულ კათედრებზე მოშაობდნენ: დოცენტები: ა. ფოჩხუა. ვ. ბარსეგოვი, გ. გოლშტეინი, მ. ბაბადიში, დ. ჯიშკარიანი, ნ. ფირცხალავა, შ. გვარამია, გ. ლომოვაცკი, ი. ჩეჩელინცკი, ვ. ზანთარაია, ნ. ივაშენკო, ი. გოშუა, ჯ. კოღონია, ლ. შერბაკოვა, ი. კოკაია და სხვები. ფაკულტეტზე სპეციალობების გაზრდასთან ერთად დღის წესრიგში დადგა ახალი კადრების მოზიდვის აუცილებლობის საკითხი. ამ მიზნით მოწვეულ იყვნენ პერსპექტიული ახალგაზრდები. მათ შორის: ვ. კეკუა, ს. ადამია, გ. ჩიტაია, თ. შენგელია, გ. დუმბაძე, ნ. ფიფია, მ. ჯიქია, ზ. შალაშავა, რ. პაპასკირი, კ. გოგია, მ. კვიცინია, ა. აგრბა, მ. ლოლუა, ნ. ჩალმაზი, თ. ბულისკერია, ლ. არგუნი, ს. კოღონია, თ. ბიტიევი, ფ. ლაზბა, თ. გვასალია და სხვები. მოგვიანებით ზურაბ ლიპარტია და ამავე ფაკულტეტის კურსდამთავრებულები: მ. გელაშვილი. დ. ჯალაღონია, მ. გეჯუა, ვ. ჩაბრავა, ნ. გადელია და სხვები.


1989 წლიდან, როდესაც აფხაზეთის უნივერსიტეტს გამოეყო თსუ სოხუმის ფილიალი, ფაკულტეტის დეკანად დაინიშნა დოცენტი გ. თოდუა. ამავე პერიოდში განხორციელდა რიგი სტრუქტურული ცვლილებები. ეკონომიკის ფაკულტეტზე უკვე არსებული "სახალხო მეურნეობის დარგთა დაგეგმვისა და მართვის" კათედრასთან (გამგე - ე.მ.დ. პროფესორი რ. ხარებავა) და "ბუღალტრული აღრიცხვის, კონტროლისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის" კათედრასთან (გამგე, ე. მ. კ. დოცენტი მ. ჯიქია) ერთად ფუნქციონირება დაიწყო "ეკონომიკური თეორიის" კათედრამ (გამგე - ე.მ.კ. დოცენტი შ. ბანძელაძე. მოგვიანებით, ე.მ.კ. დოცენტი ვ. კეკუა). ამავე პერიოდში ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა კომპიუტერული კლასი, რომელსაც ხელმძღვანელობდა თ. ქურდაგია. სპეციალისტებად მუშაობდნენ რ. გალდავა, ნ. დანელია, შ. ლატარია, მ. უბილავა.


1993 წლიდან ეკონომიკის ფაკულტეტმა თსუ სოხუმის ფილიალთან ერთად აფხაზეთში მომხდარი ცნობილი მოვლენების გამო თავისი საქმიანობა გააგრძელა ქ. თბილისში. ამ პერიოდიდან ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა ე. მ. დ. პროფესორი თ. შენგელია. ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა "წარმოების ეკონომიკის, მართვისა და ეკონომიკური თეორიის კათედრა (გამგე, ე.მ.დ. პროფესორი თ. შენგელია), "საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა კათედრა" (გამგე - ე. მ. დ. პროფესორი რ. გოგოხია), "ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის" კათედრა. აღნიშნულ კათედრას სხვადასხვა პერიოდებში ხელმძღვანელობდნენ, პროფესორი მ. კვარაცხელია, დოცენტი გ. თოდუა.


2001 წელს "წარმოების, ეკონომიკისა და მართვის" კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა "მაკროეკონომიკის" კათედრა (გამგე - ე.მ.დ. პროფესორი ნ. ჭითანავა). ამ პერიოდში ფაკულტეტს გამართული სასწავლო-სამეცნიერო პროცესის განხორციელების საქმეში დიდი დახმარება გაუწიეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვ. მელქაძის სახელობის სოციალური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, საქართველის ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორებმა: ნ. ჭითანავამ, ი. მესხიამ, გ. მალაშხიამ, გ. ყუფუნიამ, ლ. პაპავამ, გ. წერეთელმა, ლ. ჩიქავამ, რ. ბასარიამ, კ. ღურწკაიამ, რ. გოგოხიამ, ე. ბარათაშვილმა და სხვებმა. მათივე ხემძღვანელობით ფაკულტეტის ბევრი თანამშრომლის მიერ დაცული იქნა არაერთი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები. მათ შორის სადოქტორო დისერტაციები დაიცვეს თ. შენგელიამ, გ. ცაავამ, მ. კვარაცხელიამ. საკანდიდატო დისერტაციები ვ. კეკუამ, მ. გეჯუამ, ჯ. ზარანდიამ, კ. ციმინტიამ, დ. კვარაცხელიამ, დ. შონიამ, ი. დიხამინჯიამ, მ. გელაშვილმა, მ. ხუბუამ, ნ. გვარამია, ო. ფაჩულიამ, ქ. კოკაიამ, ე. ეთერიამ, ნ. კაკულიამ, ნ. ქეცბაიამ და სხვებმა. ამავე პერიოდში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ასპირანტის, დავით ჯალაღონიას მიერ (ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ხარებავა) 1999 წელს ქ. მოსკოვში დაცული იქნა საკნდიდატო დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.
2004 წლიდან ფაკულტეტზე ამოქმედდა სამაგისტრო პროგრამები, სპეციალობებში: "წარმოების ეკონომიკა და მართვა" (ხელმძღვანელი, ე. მ. დ. თემურ შენგელია), "საბუღალტრო აღრიცხვის, კონტროლისა და აუდიტის" (ხელმძღვანელი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი დავით ჯალაღონია), "საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა" (ხელმძღვანელი, ე. მ. დ. პროფესორი, გიორგი მალაშხია, 2007 წლიდან ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ემირ ეთერია), "მიკროეკონომიკის (ფირმის ეკონომიკა)" (ხელმძღვანელები: ე. მ. დ. პროფესორი, რ. ხარებავა, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი მ. გელაშვილი).


2009 წლიდან ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მიერ მთელი ძალისხმევა წარიმართა სადოქტორო პროგრამების შექმნის მიმართულებით. შედეგად, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ამოქმედდა შემდეგი სადოქტორო პროგრამები: "ეკონომიკის" (ხელმძღვანელი, პროფესორი, რევაზ ხარებავა), "ბიზნესის ადმინისტრირების" (ხელმძღვანელები: პროფესორები - დავით ჯალაღონია, ზურაბ ლიპარტია, გიორგი ბერულავა).


ამჟამად ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სასწავლო პროგრამები, შემდეგი სპეციალობებით: "ეკონომიკა" და "ბიზნესის ადმინისტრირება". ეკონომიკის მიმართულებაში გამოყოფილია სპეციალიზაციები: ეკონომიკური პოლიტიკა, საერთაშორისო ეკონომიკა. ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებაში კი, სპეციალიზაციები: საბუღალტრო აღრიცხვა, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები, ტურიზმი. აღნიშნული საპროგრამო მიმართულებების კურსდამთანრებულებს, შესაბამისად ენიჭებათ: "ეკონომიკის" და "ბიზნესის ადმინისტრირების" ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხები.