ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
03 04 05 06 07 08 09
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

 

   

 

 

 

 

 

 

 

 

ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ნინიძე

დაიბადა 1950 წელს ქ. თბილისში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერების კანდიდატი. სხვადასხვა დროს მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში (ამჟამად ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი), სამეცნიერო, სამეცნიერო-საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე, იყო უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, განყოფილების გამგე და დირექტორის მოადგილე. 2006 წლიდან მუშაობს ჯერ ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ხოლო 2007 წლიდან სსიპ სოხუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე.

მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს განეკუთვნება გამოთვლითი მათემატიკის პრობლემატიკა, კომპიუტერული მათემატიკის თანამედროვე სისტემები და პროგრამული პაკეტები. არის საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი, 2004-2006 წლებში ასრულებდა კავშირის სწავლული მდივნის ფუნქციებს.

წლების განმავლობაში კითხულობს ლექციებს თბილისის რიგ უმაღლესს სასწავლებელში, მათ შორის ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის უნივერსიტეტში და სხვა.

გამოქვეყნებულილ აქვს 17 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ორი - იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალში.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს  მეუღლე და ორი შვილი.