ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისო კავშირების სამსახურის უფროსი ინდირა ძაგანია

ინდირა ძაგანია დაიბადა 1966 წლის 25 მაისს ქ. სოხუმში ჰყავს მეუღლე და ორი შვილი 1983 წ. წარჩინებით დაამთავრა ოჩამჩირის მეორე საშ. სკოლა. 1988 წ. დაამთავრა სოხუმის ა. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, სპეც. რუსული ენა და ლიტ. (წარჩინებით). 1988-1993 წ. სოხუმის მე-11 საშ. სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
1993 წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
1998 წ. ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაცია ანა ახმატოვას პოეზიის მაგალითზე." მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
წ. წ2000 წ. მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება.
2005 წ. ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "პოეტური მეტყველების ლინგვისტიკა და ფუნქციონალური სტილები." მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
2006 წლიდან სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი.
2006 წლიდან ასოციაცია "კულტურათაშორისი ურთიერთობების საზოგადოება"-ს თავმჯდომარე.
2006 წლიდან საერთაშორისო ჟურნალის "კულტურათაშორისი კომუნიკაციების" მთავარი რედაქტორი.
2008-2010 წ. სოხუმის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახური.
2010 წლიდან სსუ კულტურათაშორისი კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელი.
2010-2013 წწ. "TEMPUS" IV პროექტის კოორდინატორი (სსუ). "უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება, სოციალური კავშირების გაუმჯობესებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის".
2010 წლის 7 მაისს გაეროს მშვიდობის მსოფლიო ფედერაციამ მიანიჭა მშვიდობის ელჩის წოდება.
არის 4 მონოგრაფიისა და 50-მდე სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატიების ავტორი.
2011 წელს აირჩიეს საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
2011 წლის 9 მაისიდან კავკასიის უნივერსიტეტების გაერთიანებული საბჭოს წევრი. 
2012 წლის 1 თებერვლიდან საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისო კავშირების სამსახურის უფროსი ინდირა ძაგანია

სამსახურის დებულება>>



მისამართი:

თბილისი, 0186, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №9,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, მე-3 სართული

ტელ : 8(32) 254 14 11; მობ: 5(77) 17 07 06; E-mail: indira@dzagania.com