ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს გამომცემლობა, რომელიც გამოსცემს უნივერსიტეტის პერიოდულ ორგანოს - გაზეთს „სოხუმის უნივერსიტეტი“. თავდაპირველად (1995 წლის მარტში) გაზეთი გამოიცა „სოხუმის სადროშო“-ს სახელწოდებით, ამჟამად, დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებლის პირობებში, იგი „სოხუმის უნივერსიტეტის“ სახელით გამოდის.

გაზეთი ასახავს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს, სტუდენტურ ცხოვრებას, მათ საზოგადოებრივ საქმიანობასა და შემოქმედებას; საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ განვითარებულ მოვლენებს, მეტადრე აფხაზეთთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს. ნებისმიერი თემის გაშუქებისას გაზეთი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის გათვალისწინებით.

გამომცემლობაში იკრიბება და კაბადონდება, აგრეთვე, სხვადასხვა სახის სამეცნიერო კრებულები, სამეცნიერო კონფერენციების მასალები და პროგრამები.


სამსახურის უფროსი - რობერტ მესხი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამომცემლო ჯგუფის, გაზეთ "სოხუმის უნივერსიტეტის" რედაქციის დებულება

 

მ ი ს ა მ ა რ თ ი:

ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ., #12, III სართული,

ტელ.:8(32) 254-14-15;  577-17-07-34; E-mail: Publishe@sou.edu.ge