ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

 

სამსახურის უფროსი: ჯუმბერ ხუბუტია

სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტთა პრაქტიკისა და კარიერის მართვის სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს.
სამსახურის ამოცანებია:

ა) სახელისუფლებო და კომერციულ სტრუქტურებთან, სასწავლო/სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, სტუდენტთა პრაქტიკისა და დასაქმების მიზნით;

ბ) არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა საზოგადოებრივ ოგანიზაციებთან თანამშრომლობა;

გ) დაამყაროს მჭიდრო ურთიერთობა კურსდამთავრებულებთან და უზრუნველყოს უნივერსიტეტსა და მათ შორის ეფექტური თანამშრომლობა;

დ) კურსდამთავრებულების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური ჩართვა, რათა მათ გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება სტუდენტებს, დაეხმარონ პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება - დახვეწაში;

ე) მისცეს სტუდენტებს სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები პროფესიულ არენაზე გასასვლელად;

ვ) დაეხმაროს სტუდენტებს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა განამტკიცონ პროფესიული პრაქტიკით:

ზ) სტუდენტთა და თანამშრომელთა სხვადასხვა პროგრამებში მონაწილობის ხელშეწყობა, სხვა საუნივერსიტეტო სამსახურებთან თანამშრომლობით;

თ) კურსდამთავრებულთა დასაქმების მონაცემთა ბაზის შექმნა და მონიტორინგი

ი) ჩატარებული ღონისძიებების შეჯამება და შეფასების შედეგების მიხედვით მომდევნო ღონისძიებების დაგეგმვა.


სამსახურის დებულება>>


მისამართი:

თბილისი, 0186, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, მე–3 სართული

ტელ : 8(32) 254 14 48; მობ: 5(77) 17 07 10;

E-mail: j.khubutia@gmail.com