ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დაცული დისერტაციები

 

    • 2014 წლის 7 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს ქიმიის სადისერტაციო კომისიის სხდომაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა მარინე ქვარაიამ დაიცვა დისერტაცია ქიმიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „ზოგიერთ აზოტშემცველ ორგანულ ნაერთში პროტონის გადატანის რეაქციების ქვანტურ-ქიმიური მოდელირება". სამეცნიერო ხელმძღვანელები: ქიმიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ფაჩულია; ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი ჯუმბერ კერესელიძე. რეცენზენტები: ქიმიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანტონინა მსხილაძე; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამაზ მძინარაშვილი.

     

     

     

    • 2016 წლის 29 იანვარს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს ქიმიის სადისერტაციო კომისიის სხდომაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა ანტონ ჩიქოვანმა დაიცვა დისერტაცია ქიმიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური ჰეტეროციკლური ნაერთის სინთეზის რეაქციის ქვანტურ-ქიმიური მოდელირება". სამეცნიერო ხელმძღვანელები: ქიმიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ფაჩულია; ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი. რეცენზენტები: ქიმიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლალი ტაბატაძე; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამაზ მძინარაშვილი.

     

     

     

    • 2016 წლის 5 თებერვალს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს ბიოლოგიის სადისერტაციო კომისიის სხდომაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა სოფიო გუნიამ დაიცვა დისერტაცია ბიოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „ბრუცელოზური ბაქტერიოფაგების გამოყენება ბრუცელების დიფერენცირებისა და ფაგოტიპირებისათვის". სამეცნიერო ხელმძღვანელები: ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზაურ ლომთათიძე; ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი მზია ქუთათელაძე. რეცენზენტები: ბილოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ილია გოროზია; ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი სერგო რიგვავა.