ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიისა და მედიცინის პრობლემათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი არის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც ეწევა გეგმაზომიერ, მიზანმიმართულ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას მეცნიერების კონკრეტული მიმართულებით და თავის საქმიანობას განახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ", საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს „შრომის კანონთა კოდექსით", საქართველოს „ადმინისტრაციული კოდექსით", სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი სამეცნიერო ცენტრი, სადაც ნაყოფიერი კვლევითი მუშაობა მიმდინარეობდა მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების თანამედროვე ეტაპზე, როდესაც მას აქვს საფუძვლიანი პრეტენზია, ღირსეული ადგილი დაიკავოს სამივე საფეხურის მქონე კვლევით უნივერსიტეტებს შორის, სამეცნიერო კვლევითი სეგმენტის შემდგომი გაძლიერება და სრულყოფა ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა. სწორედ ამითაა განპირობებული სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შექმნა;
გარდა საკუთრივ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა, უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის მოთხოვნისამებრ, ინსტიტუტის ძირითადი ფუნქციაა მეცნიერების უახლესი მიღწევების ოპერატიულად დანერგვა სასწავლო პროცესში;
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი იქმნება იმ ფაკულტეტებზე და იმ მიმართულებებზე, რომელთაც გააჩნიათ მაღალი სამეცნიერო პოტენციალი და ძალუძთ წარმოადგინონ მეცნიერული და პრაქტიკული თვალსაზრისით აქტუალური საკვლევი პროექტები კონკრეტული მიმართულებით.

ბიოლოგიისა და მედიცინის პრობლემათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია ბიოლოგიის დოქტორი ვახტანგ ბერია.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  შ რ ო მ ე ბ ი