ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ:

 


I. მისია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთ-ერთ წამყვან სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს და, ამავე დროს, წარმოადგენს უნივერსიტეტის წიგნსაცავს, ქართული ნაბეჭდი ერთეულების დეპოზიტარიუმს, განსაკუთვრებული მნიშვნელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო- ინფორმაციულ ცენტრს.
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მთავარ ამოცანას შეადგენს: სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საინფორმაციო და ბიბლიოგრაფიული მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება, მომხმარებელთათვის მრავალფეროვანი სერვისის შეთავაზება,რაც ხელს შეუწყობს თითოეული მომხმარებლის ინტეგრაციას გლობალურ ინფორმაციულ საზოგადოებაში, საბიბლიოთეკო ფონდების შევსება უნივერსიტეტისათვის მაპროფილებელი სახელმძღვანელოებითა და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურით, არსებული კოლექციების დაცვა და განვითარება, ასევე ბიბლიოთეკის ინტეგრაცია ევროპულ საბიბლიოთეკო ქსელში.

 

II. ბიბლიოთეკის განვითარების სტრატეგია

ბიბლიოთეკის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები:
• განათლებული და კულტურული საზოგადოების ჩამოყალიბება,
• ქვეყნის ინტელექტუალური სიმდიდრის ინფორმირებული პიროვნების პოტენციალის ზრდა.
• ბიბლიოთეკა აქტიურად უწყობს ხელს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესების, სამეცნიერო, კულტურული, მუშაობის მაღალ დონეზე წარმართვას.

ბიბლიოთეკის ამოცანაა მუდმივად განახლებადი ლიტერატურული რესურსების საშუალებით დაინტერესებული პირების ინფორმაციული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ბიბლიოთეკის ძირითად მომხმარებლებს წარმოადგენენ:

• აკადემიური-საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეული წევრი:

• პროფესორ-მასწავლებლები
• მეცნიერ-თანამშრომლები
• მკვლევარი
• ბაკალავრი
• მაგისტრანტი
• დოქტორანტი

 

III. ბიბლიოთეკის მიზანია

1. ბიბლიოთეკის მომხმარებელთა ინტერესებისა და პროფესიული მოთხოვნების შესწავლა და ანალიზი ყოველი მიმართულებით, მათი მომსახურებისათვის სათანადო პირობების შექმნა.
2. ბიბლიოთეკის ფონდის ფორმირება უნივერსიტეტის სპეციალობების, საგანმანათლებლო პროგრამების, მკითხველთა მოთხოვნების მიხედვით;
3. მომხმარებელზე ორიენტირება, სერვისის განვითარება, მომსახურეობის სიმარტივე და მრავალფეროვნება;
4. მომხმარებელთა დაკმაყოფილება განახლებადი ლიტერატურული საინფორმაციო რესურსებით;
5. დაინტერესებული პირების ინფორმაციით უზრუნველყოფა;
6. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ტექნიკური უზრუნველყოფა;
7. საბიბლიოთეკო მუშაობის განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;
8. ინტეგრირებული საბიბლიოთეკო ელექტრონული სისტემის დანერგვა;
9. თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა და შეძენა;
10. ვებ-გვერდის შექმნა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა;
11. საბიბლიოთეკო მონაცემთა ბაზის შექმნა;
12. ელექტრონული კატალოგის შედგენა, გამოყენება და მომსახურება.
13. ელექტრონული ბიბლიოთეკის ფონდის ფორმირება:
ა). გარე წყაროების ელექტრონული რესურსებით;
ბ). ბიბლიოთეკაში შეზღუდული რაოდენობით არსებული და მაღალმოთხოვნადი მასალების ელექტრონული ასლებით;
გ). სსუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა ელექტრონული სასწავლო-მეთოდიკური გამოცემებით.
დ). წიგნების შეძენა, სხვა და სხვა სახის (ნაბეჭდი,ელექტრონული,აუდიო,ვიდეო,ფოტო და ა.შ.) ინფორმაციის მოგროვება:
14. ელექტრონული მომსახურეობა;
15. ახალი წიგნების პრეზენტაციისა და გამოფენების გამართვა.

 

IV. ბიბლიოთეკის ტექნიკური აღჭურვის მიმდინარე და სამომავლო დაგეგმვა.

1. სამკითხველო გარემოს ტექნიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია;
2. ელექტრონული სამკითხველო დარბაზის, თანამედროვე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვა:
ა). სამკითხველო დარბაზის კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა;
ბ). საპროექციო ტექნიკის შეძენა ,რომლის საშუალებით მთელი ინფორმაცია დიდ ეკრანზე აისახება,ლაზერული პრინტერის შეძენა( ელექტრონული რესურსების ამოსაბეჭდათ);
გ). სკანერის შეძენა (იმ წიგნთა გასამრავლებლად,რომლებიც თითო ეგზემპლარად ან მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი ბიბლიოთეკაში).
დ). წიგნების ქსეროასლის გადაღება,ლამინირება.


V. საბიბლიოთეკაშორისო კოორდინაცია და თანამშრომლობა.

1. კონსორციუმი;
2. გაერთიანებული კატალოგის მონაწილეთა კონსორციუმში გაწევრიანება;
3. საერთაშორისო და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასა და საბიბლიოთეკო ქსელში გაწევრიანება;
4. თანამშრომლობა უნივერსიტეტთაშორისო ბიბლიოთეკებთან.
5. ბიბლიოთეკის ინტეგრაცია ევროპულ საბიბლიოთეკო ქსელში.

 

სტანდარტი
სტანდარტი ნორმატიული დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის ფუნქციონირებას,მისი საქმიანობის დანერგვას და განხორციელებას.

სტანდარტი ეყრდნობა ,,უმაღლესი განათლების შესახებ", ასევე ,,საბიბლიოთეკო საქმის შესახებ" საქართველოს კანონს.

სტანდარტი დინამიური დოკუმენტია, რომელის სტრუქტურაც შესაძლებელია დროთა განმავლობაში შეიცვალოს ეროვნულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემაში (მათ შორის ბიბლიოთეკაში) მომხდარი ცვლილებების გათვალისწინების საფუძველზე.
1. არჩეული სტანდარტი მარკ.21. MARC (Machine-Readable Cataloguing) - არის ბიბლიოგრაფიული და საზიარო ინფორმაციის რეპრეზენტირებისა და გაცვლისათვის მექანიკური ფორმა.
2. მიმდინარეობს მისი დანერგვა,გამართვა,შესწავლა.
საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტიზირებული ფორმატები ხელს უწყობს მონაცემების გაცვლას სხვადასხვა ბიბლიოთეკებს შორის.
ჩვენ ვართ ორიენტირებული Library of Congress საბიბლიოთეკო სისტემებზე. ვფიქრობთ, არჩეული სტანდარტი და საბიბლიოთეკო სისტემა პრიორიტეტულია ჩვენი კოლექციებისათვის.
ელექტრონული კატალოგი (OPAC)
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სოხუმის სახელმწიფო ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში.თქვენ საშუალება გეძლევათ ნახოთ თუ რა სახის ბიბლიოგრაფიული მონაცემები არის ჩვენს ბიბლიოთეკაში.

ბიბლიოთეკაში ძიება შესაძლებელია: ბარათულ ან ელექტრონულ ონლაინ კატალოგში.

რესურსები, ფონდები და სერვისი
1. ბიბლიოთეკის ფონდი დაკომპლექტებულია ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე გამოცემული ლიტერატურით. ბიბლიოთეკას აქვს სასწავლო გეგმებისა და სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისი წიგნადი ფონდი და ელექტრონული რესურსები.
2. ბიბლიოთეკას აქვს პერიოდიკა და ამ პერიოდიკაზე გაფორმებული მიმდინარე ხელმოწერები;
3. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებობს საბიბლიოთეკო პრინციპებით მოწესრიგებული ანბანური, სისტემატური, საგნობრივი, თემატური დისერტაციებისა და ავტორეფერატების კატალოგები, როგორც ბარათული ასევე ელექტრონული სახით, რომლებიც მრავალმხრივად ასახავენ ბიბლიოთეკის ფონდს და წარმოადგენენ ბიბლიოთეკაში დაცული დოკუმენტების (წიგნების, ჟურნალების, გაზეთების, ხელნაწერების, CD/DVD ) ერთეულის სიას.
4. ბიბლიოთეკის მომსახურეობის სერვისი ეტაპობრივად ვითარდება და ორიენტირებულია მომსახურების მაღალ დონეზე.
5. მკვიდრდება ელექტრონული კატალოგით მომსახურეობა, სადაც მონაცემთა ბაზა ეტაპობრივად იზრდება.
6. ელექტრონული კატალოგის მეშვეობით მომხმარებელი სრულყოფილ ინფორმაციას იღებს საბიბლიოთეკო ფონდის შესახებ.
7. ბიბლიოთეკას გააჩნია თავისი ინტერნეტ გვერდი,სადაც შეგიძლიათ დაწვრილებით იხილოთ ინფორმაცია მიმდინარე სიახლეების შესახებ.
8. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გააჩნია სამკითხველო დარბაზი, რომელიც არის ბიბლიოთეკის ერთ-ერთი სტრუქტურული განყოფილება , სადაც მომხმარებელი ადგილზე სარგებლობს საბიბლიოთეკო რესურსებით.
9. დარბაზს აქვს თავისი ფონდი, რომელიც შედგება ძირითადად სახელმძღვანელოებისაგან და ისეთი საცნობარო ლიტერატურისაგან როგორიცაა: ენციკლოპედიები, ცნობარები, ლექსიკონები და სხვ.
10. ბიბლიოთეკას გააჩნია კომპიუტერული რესურსცენტრი, სადაც სტუდენტებს საშუალებას ეძლევათ ისარგებლონ კომპიუტერებით და ინტერნეტით, რაც ხელს უწყობს საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის წარმოებას.
11. ბიბლიოთეკის ყველა მკითხველს უფლება აქვს:
• იმუშაოს სამკითხველო დარბაზში სამუშაო საათების დროს;
• სახლში გაიტანოს წიგნები, ჟურნალები და CD - წიგნების გაცემის წესების თანახმად;
• ისარგებლოს ელექტრონული კატალოგით;
• ისარგებლოს ბიბლიოთეკის ქსეროქსითა და პრინტერით;
• ისარგებლოს ბიბლიოთეკის კომპიუტერული რესურსცენტრით;
12. ბიბლიოთეკის რესურსების გამოყენებით ხორციელდება საბიბლიოთეკო კვლევები და ეწყობა სხვადასხვა წიგნების განხილვები, პრეზენტაციები და გამოფენები.


სტრუქტურა

ბიბლიოთეკის ადმინისტრაციისა და სტრუქტურული ერეულების მთავრი დანიშნულებაა, ისეთი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობენ ბიბლიოთეკის ეფექტურ ფუნქციონირებასა და საერთაშორისო საბიბლიოთეკო სივრცეში არსებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.


კონტაქტი
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მისამართი: პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქია) ქ. № 9
ტელ: 541447, ელ-ფოსტა: e-library@sou.edu.ge