ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ენათა შესწავლის ცენტრის უფროსი: ფილოლოგიის დოქტორი მაია დარასელია

 

 

სსუ - ს ენათა ცენტრის ამოცანები და მიზნები:

საქართველოში განათლების სისტემის მოდერნიზება შემუშავებული გეგმის ფარგლებში ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას და უმაღლესი განათლების სექტორის რეფორმირებას ითვალისწინებს. უნივერსიტეტის სტუდენტთა განათლების დონის ამაღლებისათვის, უცხო ენების ეფექტურად დაუფლებისათვის აუცილებელი მოთხოვნილებაა კონკურენტუნარიანი, აკადემიური უნარ-ჩვევებით შეიარაღებული თაობის აღზრდა და ევროპული ინტეგრაციის სფეროში სასწავლო კურსების შემოღების სტიმულირება, რათა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღონ ისეთ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, როგორიცაა მარი კიური (Marie Curie),  ჟან მონე (Jean Monnet), ერაზმუს მინდუსი (Erasmus Mundus), ტემპუსი (Tempus), ევროკავშირის ჩარჩოს პროგრამები FP6, Fp7 (European Community Framework Programmes FP6, Fp7). ეს პროგრამები ხელს შეუწყობს კულტურათა შორის დიალოგის წარმართვას, უზრუნველყოფს ბოლონიის პროცესის რეფორმათა განხორციელებას და მოამზადებს ნიადაგს ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში გასაერთიანებლად. ჩვენი ცენტრის ხელშეწყობით სსუ-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ამ გაცვლით პროგრამებში.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შესწავლის ცენტრის საქმიანობა ხორციელდება სოხუმის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებით გათვალისწინებული უცხო ენების (ინგლისური ენა,  გერმანული ენა, ფრანგული ენა) სწავლებით.

ენების სწავლება დაინტერესებული პირთათვის განისაზღვრება დამატებით გამოყოფილი კრედიტებით.

უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) სწრაფად და ხარისხიანად დაუფლებისათვის ენების შესწავლის ცენტრის საქმიანობა ითვალისწინებს ენების შესწავლის პრაქტიკულ კურსს დონეების მიხედვით ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

ინგლისური ენა / გერმანული ენა /ფრანგული ენა:

დონეები:

ელემენტარული 1/2 :  Elementary A1.1 / Elementary A1.2

წინა საშუალო 1/ 2:  Pre-Intermediate A2.1 / Pre-Intermediate A2.2;

საშუალო 1/ 2:   Intermediate B1.1 / Intermediate B 1.2;

მაღალი საშუალო 1/ 2:  Upper Intermediate B2.1 / Upper Intermediate B2.2.

 

ენების ცენტრს ჰყავს მეთოდისტ-მასწავლებელთა ჯგუფი, რომლის მოვალეობაა სასწავლო პროგრამების სილაბუსების და სატესტო თუ საგამოცდო მასალის შედგენა, ისევე როგორც სასწავლო პროცესის კოორდინირება მასწავლებელთა შორის. ენების სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით და სახელმძღვანელოებით  მცირერიცხოვან ჯგუფებში  (10-12 სტუდენტი).

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ენების შესწავლის ცენტრი

პოლიტკოვსკაიას  №61.

ოთახი 206

თბილისი 0186, 

ტელეფონი: 254 14 11

ელ-ფოსტა: ltc@sou.edu.ge;  m.daraselia17@gmail.com