ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
სსუ დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა არის უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. დოქტორანტურის მიზანია სადოქტორო პროგრამების საფუძველზე დოქტორანტის ინტელექტუალური ზრდა, აკადემიური და კვლევითი რესურსების დაახლოება, საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში ჩართვა.

„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტი" აწესრიგებს სსუ-ში სადოქტორო პროგრამების განხორციელებისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის აუცილებელ მინიმალურ სტანდარტს „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად (იხილეთ, აგრეთვე, თანდართული დოკუმენტები: დანართი 1; დანართი 2; დანართი 3; დანართი 4; დანართი5; დანართი 6; დანართი 7; ფორმა 1; ფორმა 2; ფორმა 3).