ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
ყოველწლიური სამაგისტრო პრაქტიკის შედეგების დასკვნითი პრეზენტაცია

2017 წლის 10 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე იურიდიული კლინიკის ეგიდით ჩატარდა ყოველწლიური სამაგისტრო პრაქტიკის შედეგების დასკვნითი პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თბილისში განთავსებული ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის   N-2 საჯარო სკოლისა  და N-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.

იურიდიული კლინიკის ფარგლებში ამ ტიპის თანამშრომლობა, აფხაზეთიდან დევნილ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა. როგორც სკოლებში  ისე უნივერსიტეტში მიმდინარეობს პრეზენტაცია და მსჯელობა სამართლის აქტუალურ საკითხებზე. იურიდიული კლინიკის პრეზენტაცია 12 საათზე გახსნა  იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ, მან მადლობა გადაუხადა სკოლებს თანამშრომლობისთვის და წარმატებები უსურვა.დასძინა რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა პროფესორმა ლალი გაბისონიამ მისალმების შემდეგ ისაუბრა  იურიდიული კლინიკის მნიშვნელობაზე პრაქტიკულ სწავლებაში როგორც მაგისტრანტებისთვის, ისე სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც მომავალი პროფესიის არჩევანის წინაშე დგანან კლინიკის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა რომ სკოლის მოსწავლეები, როგორც მოქალაქეები უნდა ერკვეოდნენ სამართლის ზოგად პრინციპებსა თუ ნორმებში. იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა გააცნო სტუმრებს დღის წესრიგი და აღნიშნა ასისტენტ-პროფესორ ლაშა გელანტიას როლი საპრეზენტაციო თემების მომზადებაში. კლინიკამ წარმოადგინა შემდეგი თემები :

 

1 პაპავა გიორგი --- სიცოცხლის უფლება ;

2 ციცილაშილი ნინო --- ევთანაზია ;

3 ბენდელიანი ბიჭიკო --- აბორტი, როგორც სიცოცხლის უფლების ხელყოფის საშუალება;

4 აგახანოვი ნინო ---პოღოსიანი აიდა    ქორწიბების თავისუფლება და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემები ;  

5. გაზდელიანი თათია ---  ოყუჯავა ნინო  მშობლების და შვილების სამართლებრივი ურთიერთობა ;  

6. ფეიქრიშვილი მარიამი --- შრომითი ურთიერთობები საქართველოს კანონმდებლობაში და პრაქტიკაში არსებული პრობლემები;

7. კაცაძე თეა --- ქალთა დისკრიმინაცია შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში ;

8. ტურაშვილი გვანცა --- გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია და საქართველო ;

9. კაპანაძე დემური --- პოლიციელი და არასრულწლოვანი ;

10. გიგაური გვანცა --- არასრულწლოვანთა განრიდება მედიაცია;

11. კაპანაძე დავითი --- არასრულწლოვანთა განრიდება მედიაცია;     

12. კაკაბაძე ნიკა --- ჟურნალისტური ეთიკა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში;

13. ტაბატაძე ნათია --- ტერორიზმი ;

14. ყანდაშვილი თამთა --- ნარკოტიკების ზეგავლენა და ნარკომანიის გამომწვევი მიზეზები;

 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შემდეგი მომხსენებლები:

 ბიჭიკო ბენდელიანი თემით: აბორტი, როგორც სიცოცხლის ხელყოფის საშუალება;

 ნიკა კაკაბაძე თემით: ჟურნალისტური ეთიკა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში . დავით კაპანაძე  თემით : არასრულწლოვანთა განრიდება მედიაცია .

დემურ კაპანაძე თემით : პოლიციელი და არასრულწლოვანი.

ნინო ციცილაშვილი თემით : ევთანაზია.

შესვენების დროს სტუმრებმა დაათვალიერეს იურიდიული ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა და კრიმინალისტიკის ლაბორატორია, ლაბორატორიის გამგემ ასოცირებულმა პროფესორმა გიმზერ ალანიამ გააცნო სტუმრებს კრიმინალისტიკის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკა და მნიშვნელობა გამოძიების პროცესში.

 

პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. იურიდიული კლინიკა მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის აქტივობებს.