ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      01 02 03 04
05 06 07 08 09 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

 

   

 

 

 

 

დამტკიცებულია სსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს № 2

გადაწყვეტილებით (სხდომა # 10, 15.10.2009).

წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი: ლარისა თაკალანძე

 

სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დროებითი დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის (მუხლი 25) თანახმად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შემდგომში "უნივერსიტეტი") სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, ხარისხის სისტემატიური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში "სამსახური");

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

3. სამსახური აკადემიური წლის ბოლოს ამზადებს საანგარიშო მოხსენებას, რომლიც წარედგინება აკადემიურ საბჭოს.

4. სამსახური ითვალისწინებს ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული და საერთაშორისო სააგენტოების, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციათა და ექსპერტთა მიერ შემუშავებულ სარეკომენდაციო დოკუმენტებს;

5. სამსახურის საქმიანობა საჯაროა და ხელმწისავდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.


მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. სამსახურის მიზნები და ამოცანები:

• უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევების ხარისხის ამაღლება;
• სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;
• უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეფასების პროცედურების შემუშავება;
• საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგი და მათი გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შეიმუშავება;
• ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციისათვის თვითშეფასების პროცესის ორგანიზება;
• სხვა საუნივერსიტეტო სამსახურებთან ერთად პერსონალის დაკომპლექტების, დატვირთვის რეგულირების, სტუდენტთა მობილობის და ECTS სისტემის სწორი გამოყენების რეგულაციაში მონაწილეობა;
• აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების ხელშეყწობა;
• ბოლონიის პროცესის პრინციპების დანერგვა;
• საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად მჭიდრო კავშირების დამყარება და თანამშრომლობა;
• სამსახურის საქმიანობა ხორციელდება სისტემატიურად, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამსახურის თანამშრომლების, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კოორდინირებული მუშაობით;
• სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი უნივერსიტეტის ყველა აკადემიური სტრუქტურისათვის, რომელთა შესრულება წარმოადგენს უნივერსიტეტის მიზნებისა და ამოცანების, ასევე განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის წარმატებული განხორციელების წინაპირობას;

2. სამსახურის მუშაობის ძირითადი სფეროებია:

• ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება;
• პროგრამებისა და აკადემიური ხარისხების დამტკიცება, მონიტორინგი და პერიოდული შეფასება;
• სტუდენტთა შეფასების ფორმების შემუშავება;
• აკადემიური პერსონალის ხარისხის უზრუნველყოფა;
• მატერიალური ბაზის შეფასება;
• საინფორმაციო სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
• ანგარიშვალდებულება.


მუხლი 3. სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

1. სამსახური არის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული და აერთიანებს სამსახურის უფროსს, უფროსის მოადგილეს და უნივერსიტეტის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების უფროსებს.

2. სამსახურის უფროსს ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

3. ფაკულტეტის სამსახურის უფროსს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო.

4. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლების მიერ აკადემიური თანამდებობების შეთავსება;

5. კონკრეტული პროექტების განხორციელებისათვის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა შესაძლებელია მოკლევადიანი კონტრაქტების საფუძველზე აიყვანოს დამატებითი პერსონალი.

6. სამსახურის უფროსი:

• ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
• ახორციელებს უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის საქმიანობის ზოგად კოორდინაციას;
• ამტკიცებს სამსახურის სამუშაო გეგმას;
• ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის თანამშრომლებთა საქმიანობას, განსაზღვრავს მათ მიერ შესასრულებელი საქმიანობის ვადებსაა და ფორმებს;
• იწვევს და ხელმძღვანელობს სამსახურის თანამშრომელთა პერიოდულ და რიგგარეშე სხდომებს;
• წარმოადგენს სამსახურს უნივერსიტეტის მართვის ორგანოებთან, ფაკულტეტებთან და სხვა სამსახურებთან;
• თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
• საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

7. სამსახურის უფროსის მოადგილე:

• მოქმედებს დამტკიცებული გეგმის და სამსახურის ხელძღვანელის მითითებების შესაბამისად;
• მუდმივ კონტროლს უწევს სამუშაო გეგმის, ასევე ხელმძღვანელის მითითებების შესრულებას;
• ცვლის სამსახურის ხელმძღვანელს მისი არყოფნის პერიოდში;
• მონაწილეობს სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ხარისხის შეფასებასა და მონიტორინგში.

8. ფაკულტეტის სამსახურის უფროსი:

• სამსახურთან შეთანხმებით წარმართავს ფაკულტეტის სამსახურის საქმიანობას უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების შესაბამისად;
• სამსახურთან შეთანხმებით ხელმძღვანელობს ფაკულტეტის სამსახურის მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებასა და მათ შესრულებას;
• წარმოადგენს ფაკულტეტის სამსახურს უნივერსიტეტის მართვის ორგანოებთან, ფაკულტეტებთან და სხვა სამსახურებთან, ხოლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს ფაკულტეტს მესამე პირებთან ურთიერთობისას;
• საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

9. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციები:

• სწავლების ახალი პროგრამების შემუშავებასა და დამტკიცებაში მონაწილეობა;
• ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების კრიტერიუმების მოდიფიცირება;
• ECTS სწორი გამოყენების უზრუნველყოფა;
• აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა: სწავლების ახალი მეთოდების შეთავაზება;
• უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შემუშავებული სტუდენტთა შეფასების ძირითადი მეთოდების მოდიფიცირება ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე და შეფასების სწორი გამოყენების მონიტორინგი;
• სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების კრიტერიუმების მოდიფიცირება ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე;
• თვითშეფასების პროცესისათვის შესაბამისი კითხვარების შემუშავება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შემუშავებული კითხვარების მიხედვით;
• ფაკულტეტზე თვითშეფასების პროცესის განხორციელება;
• ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები, პერიოდულ ანგარიშს წარუდგენენ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.


მუხლი 4. დასკვნითი დებულებები

1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დებულება ძალაშია სსუ-ს წამომადგენლობითი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან.

4. დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების ან/და სამსახურის ლიკვიდაციის შემთხვევაში.