ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების დანიშვნის შესახებ

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი წარმოადგენს საქართველოში უმაღლესი ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში განათლების ერთ-ერთ უმთავრეს კერას. ფაკულტეტს აქვს დიდი ხნის ისტორია. ფილოლოგიური ფაკულტეტი ასეთი სახელწოდებით დაარსდა 1954 წელს მ. გორკის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა ჯერ კიდევ 1937 წლიდან არსებობდა ისტორიულ-ლიტერატურული ფაკულტეტი, რომელიც გაიყო ორ ფაკულტეტად: ლიტერატურულ და ისტორიულ ფაკულტეტებად, ზუსტად იმავე წელს პირველად ინსტიტუტში გაიხსნა ქართული სექტორი და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა. კიდევ უფრო ადრე, 1933 წელს, შეიქმნა რუსული ენის კათედრა (ინსტიტუტის დაარსებიდან ერთი წლის თავზე); 1937 წლიდან დაარსდა რუსული და საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრა. ინგლისური ენის კათედრის ათვლის წერტილად ითვლება 1938 წელი, ხოლო გერმანული ენის კათედრა შედარებით ახალგაზრდაა, ის დაარსდა 1981 წელს. ისტორიის კათედრა არსებობს 1938/1939 სასწავლო წლიდან, მის ბაზაზე შეიქმნა სსრკ ისტორიისა და მსოფლიო ისტორიის კათედრები.

სხვადასხვა დროს ფაკულტეტს ხელმძღვანელობდნენ ევგენია არსენიევა, პაველ არძინბა, შოთა არისთავა, რევაზ სალია. ხოლო ომის შემდგომ, უკვე თბილისში 1994 წლიდან დეკანებად მუშაობდნენ რევაზ სალია, ლეონიდე ჯახაია, მერაბ ნაჭყებია, ჯამბულ ანჩაბაძე, დავით ჩიტაია, ვახტანგ ჭანია, შოთა კვირტია. ამჟამად ფაკულტეტს ხელმძღვანელობს სრული პროფესორი ლედა ქობალია.

2006 წლიდან ფაკულტეტი აერთიანებს ორ მსხვილ მიმართულებას: ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს, ხოლო 2009 წელს ფაკულტეტს გამოეყო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ნაწილი და გახდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

ფაკულტეტზე და, ზოგადად, უნივერსიტეტში ორჯერ ჩატარდა ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად. ამჟამად, ფაკულტეტზე არჩეულია 10 სრული, 34 ასოცირებული და 22 ასისტენტ-პროფესორი, ასევე აქ მოღვაწეობს 28 დოქტორი და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები - 20-მდე მასწავლებელი. ფაქტობრივად მთელს უნივერსიტეტში ყველაზე დიდი ფაკულტეტია თავისი კონტიგენტით როგორც სტუდენტების, ისე პროფესორ-მასწავლებლების თვალსაზრისით.

ფაკულტეტს გააჩნია განვითარების საკუთარი ხედვა და მისია, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
• ზოგადი და საუნივერსიტეტო ღირებულებების დამკვიდრება;
• ჰუმანიტარული მიმართულებების უმაღლესი განათლების სისტემის შექმნა; ქართული ენისა და ლიტერატურის, აფხაზური ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენებისა და ლიტერატურის, ისტორიის, არქეოლოგიის, თურქოლოგიის სწავლების სკოლების ჩამოყალიბებაში ხელის შეწყობა;
• ჰუმანიტარულ მეცნიერებებში პროფესიონალი კადრების მომზადება ქვეყანაში არსებული შესაბამისი დარგებისათვის.

ფაკულტეტის მიზანია - ერთიან საუნივერსიტეტო სივრცეში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით შექმნას სტუდენტთა სწავლისა და სამეცნიერო კვლევებისათვის საუკეთესო პირობები ძირითადი ღირებულებების გათვალისწინებით და დააკმაყოფილოს შრომის ბაზრის მუდმივად ცვალებადი მოთხოვნები.


ფაკულტეტი ახორციელებს 9 საბაკალავრო პროგრამას ფილოლოგიის, ისტორიის, არქეოლოგიის, თურქოლოგიის მიმართულებით; ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვანთათვის, 7 სამაგისტრო პროგრამას (ფილოლოგიის, ისტორიის, არქეოლოგიის და თეოლოგიის მიმართულებით) და 4 სადოქტორო პროგრამას ფილოლოგიის, ისტორიის და არქეოლოგიის მიმართულებით.